weather cur horoscope tv
დეკემბერი 22, 2024

მარტვილის მერიაში თაღლითობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს, 7 პირი დანაშაულში ამხილეს

10:22 პარასკევი, 04 მაისი 2018

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტოს თანამშრომლებმა თაღლითობის ბრალდებით მარტვილის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლებთან კოორდინაციის განყოფილების უფროსი დიმა წულაია დააკავეს, ხოლო სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ჩადენის ფაქტზე დანაშაულში ამხილეს მერიასთან არსებული „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისიის“ წევრები.

სუს-ის ცნობით, დანაშაულში მხილებული არიან კომისიის თავმჯდომარე, ამასთანავე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ეკონომიკური განვითარების, ქონების მართვისა და სტატისტიკის სამსახურის უფროსი გოჩა ხ; კომისიის თავმჯდომარის მოადგილე, ამასთანავე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის სოფლის მეურნეობის განვითარების სამსახურის უფროსი როლანდ წ; კომისიის წევრი, ამასთანავე მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის იურიდიული განყოფილების უფროსი გოგი ძ; კომისიის წევრი, ამასთანავე, მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიის ინფრასტრუქტურის მშენებლობისა და არქიტექტურის განყოფილების უფროსი ვაჟა გ; ააიპ მარტვილის მუნიციპალიტეტის კეთილმოწყობის ცენტრის სპეციალისტი ჯონი ჯ; საკუთრების უფლების აღიარების კომისიის ყოფილი მდივანი ამბროსი ჭ; კომისიის წევრი, ამასთანავე, სსიპ ქონების ეროვნული სააგენტოს სამეგრელო-გურია-ზემო სვანეთის მომსახურების ცენტრის სპეციალისტი ვლადიმერ წ.

„გამოძიებამ დაადგინა, რომ დიმა წ.-მ მარტვილის მუნიციპალიტეტის მერიასთან არსებული „მარტვილის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების უფლებამოსილი მუდმივმოქმედი კომისიის“ წევრებს გაანდო თავისი დანაშაულებრივი განზრახვა და სთხოვა, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით დახმარებოდნენ მიწის ნაკვეთის თაღლითურად დაუფლებაში, რაზეც კომისიის წევრებისაგან თანხმობა მიიღო.  

დიმა წ. კომისიის წევრების დახმარებით და კომისიის მიერ 2017 წლის 11 აპრილს გაცემული საკუთრების უფლების მოწმობის საფუძველზე მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მარტვილის რაიონის სოფელ გაჭედილში მდებარე სახელმწიფო საკუთრებაში არსებულ 1044.4 კვ.მ მიწის ფართობს, რითაც სახელმწიფოს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი 7830 ლარის ოდენობით.

გამოძიება მიმდინარეობს თაღლითობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით თაღლითობის ფაქტზე (საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 4-დან 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს და სსკ-ის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, რაც სასჯელის სახით 6-დან 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს)“, - განაცხადეს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში.

გამოძიებას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანტიკორუფციული სააგენტო აწარმოებს.

Reginfo.ge

ახალი ამბების სააგენტო „რეგინფო“ შეიქმნა კახეთის (ick.ge), მცხეთა–მთიანეთის და ქვემო ქართლის საინფორმაციო ცენტრების ბაზაზე. ვებგვერდს მართავს საინფორმაციო ცენტრების ქსელი (ICN), რომლის გამოცემებია Mtisambebi.ge; Regmarket.ge და Radioway.ge.

ამავე რუბრიკაში

რთველი 2024

12:47 ხუთშაბათი, 24 ოქტომბერი 2024

ჩვენი გამოცემები

www.Mtisambebi.ge

საქართველოში მაღალმთიან რეგიონებზე ფოკუსირებული ერთადერთი მედია რესურსი

www.Radioway.ge

პანკისის ხეობის სათემო რადიო

www.Regmarket.ge

უფასო განცხადებების საიტი

საიტის წესები

Reginfo.ge-ს მასალების ნაწილობრივი და/ან მთლიანი გამოყენება რედაქციის თანხმობის გარეშე აკრძალულია. თანხმობის მიღების შემთხვევაში ინფორმაციის გამოყენებისას წყაროს და ბმულის მითითება სავალდებულოა.

კონტაქტი

0 353 22 22 11

[email protected]